უკან
ჩვენ ვმკურნალობთ
ართროზი
ართროზის დროს ხდება ხრტილების მუდმივი განლევა/ცვეთა, ირღვევა სახსრის ნორმალური ფუნქცია, წარმოიქმება ძვლოვანი წანაზარდება - ოსტეოფიტები. დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 10%-ს აწუხებს ართროზი, მაგრამ მისი განვითარების ალბათობა იზრდება ასაკის მატებასთან ერთად: 60 წელს გადაცილებულ მოსახლეობის 97%-ს აქვს ართროზის ესა თუ ის სიმპტომები. დაავადება აზიანებს ნებისმიერ სახსარს, თუმცა ყველაზე ხშირად ზიანდება მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრები. სტატისტიკურად ქალები, მამაკაცებთან შედარებით 10-ჯერ მეტად მოწყვლადები არიან ამ დაავადების მიმართ.
სამკურნალო ცენტრ „სიმეტრიაში“ ვიზიტისას, თქვენ დაგხვდებათ კომფორტული და მყუდრო გარემო. ჩვენი ადმინისტრატორები დაგეხმარებიან სამკურნალო გრაფიკის შერჩევაში თქვენთვის სასურველ დროს. ცენტრი მუშაობს ორშაბათი-პარასკევი 9:00–დან 21:00 სთ–მდე, შაბათს 9:00-დან 16:00-მდე. ვარჯიშის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, საშუალოდ 45წთ–დან 60 წთ–მდე მერყეობს. თითოეულ პაციენტს ავარჯიშებს ინდივიდუალური ექიმი-რებილიტოლოგი, ინდივიდუალურ დანადგარზე.
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry

რა იწვევს ართროზს?

ართროზი - ქრონიკული დაავადებაა, რომელიც იწვევს ხრტილოვანი ქსოვილის დეგენერაციას და სახსრის ფუნქციის დარღვევას. მამაკაცებში ხშირია მუხლის, იდაყვისა და ქვედა ყბის სახსრის ართროზი, ხოლო ქალბატონებში - ხერხემლის კისრისა და გულმკერდის სეგმენტის ართროზი, ხელის თითებისა და ფეხის დიდი თითის სახსრების დაზიანება

 

განარჩევენ პირველად და მეორად ოსტეოართროზს. მეორადი ართროზი ვითარდება უკვე არსებული დაავადების ფონზე. ართროზის განვითარებას ხელს უწყობს არასწორი ფიზიკური დატვირთვა და მიკროტრავმები.

 

ართროზის სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს სახსრების დეფორმაცია, რომელსაც იწვევს სინოვიალური სითხის ჭარბი პროდუქცია და სახსარი შუპდებაშედეგად ვითარდება ტკივილი და სახსრის მოძრაობა იზღუდება. ტკივილის ლოკალიზადება ძირითადად სახსრის წინა და შიგნითა ზედაპირზე. დროთა განმავლობაში ქვედა კიდურები ფორმას კარგავს- ყალიბდება X-ებური ან O-სებური დეფორმაცია.

 

როგორ ვმკურნალობთ ართროზსსიმეტრიაში“?

 

ტკივილების გამომწვევი მიზეზებისა და ართროზის სტადიის  დასაზუსტებლად ექიმი დეტალურად შეისწავლის გამოკვლევის შედეგებს (რენტგენოგრაფია, სახსრის ულტრაბგერითი და MRI კვლევის შედეგები) და საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა დაინიშნოს დამატებითი კვლევები

 

ხდება პაციენტის მიოფასციალური გასინჯვა და სრული დიაგნოსტიკის შემდეგ, ექიმი ნიშნავს ინდივიდუალურ კომპლექსურ მკურნალობას ბიომექანოთერაპიისა და სხვა დამხმარე პროცედურების გამოყენებით.

დეტალურად ჩვენი ცენტრის გუნდის შესახებ შეგიძლიათ იხილოტ ბლოგში „გუნდი“.

კონსულტაციაზე ჩაწერა

დროის დაზუსტების მიზნით ადმინისტრატორი დაგიკავშირდებათ თქვენს მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე.