უკან
ჩვენ ვმკურნალობთ
თავის ტკივილი და თავბრუსხვევა
თავის ტკივილის ძირითადი სიმპტომებია სიმძიმე, ზეწოლა, დაჭიმულობა და ყრუ ტკივილები თავის არეში. ტკივილი შეიძლება იყოს პერიოდული ხასიათის და გაგრძელდეს რამოდენიმე წუთიდან რამოდენიმე დღის განმავლობაში, შეიძლება ქონდეს შეტევითი ხასიათი ან იყოს ერთჯერადად აღმოცენებული. სტატისტიკურად თავის ტკივილი სხვადასხვა ასაკში აწუხებს მამაკაცთა 65% და ქალთა 86%-ს. ძლიერ თავის ტკივილებს იწვევს ისეთი დაავადებები, როგორიცაა შაკიკი, არტერიული წნევის ცვალებადობა, ჰაიმორიტი, ქალა-ტვინის ტრავმები და ინფექციური დაავადებები. ხშირად თავის ტკივილი გამოწვეულია ნერვული ბოჭკოების კომპრესიის შედეგად, ამ დროს ტკივილი ლოკალიზდება კომპრესირებული ნერვის საინერვაციო კუნთის მიდამოში (კეფა, შუბლი, საფეთქლები). ასეთ ტკივილებს ასევე იწვევს კისრის ოსტეოქონდროზიც. ბიომექანოთერაპიის დახმარებით შესაძლებელია ამ კუნთების ტონუსისა და ინერვაციის აღდგენა, რის შედეგადაც თავის ტკივილი სამუდამოდ ქრება.
სამკურნალო ცენტრ „სიმეტრიაში“ ვიზიტისას, თქვენ დაგხვდებათ კომფორტული და მყუდრო გარემო. ჩვენი ადმინისტრატორები დაგეხმარებიან სამკურნალო გრაფიკის შერჩევაში თქვენთვის სასურველ დროს. ცენტრი მუშაობს ორშაბათი-პარასკევი 9:00–დან 21:00 სთ–მდე, შაბათს 9:00-დან 16:00-მდე. ვარჯიშის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, საშუალოდ 45წთ–დან 60წთ–მდე მერყეობს. თითოეულ პაციენტს ავარჯიშებს ინდივიდუალური ექიმი-რებილიტოლოგი, ინდივიდუალურ დანადგარზე.
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry

თავის ტკივილი ძალიან ხშირია და ცხოვრებაში ერთხელ მაინც თითქმის ყველა ადამიანს აწუხებს.

 

თავის ტკივილის ყველაზე ხშირი მიზეზებია:

თავის ტკივილი შეიძლება იყოს პერიოდული, ყრუ და ქრონიკული ხასიათის- როდესაც სიმპტომები გრძელდება 15 დღეზე მეტი დროის განმავლობაში და ტკივილის ხასიათი ბევრად ძლიერია

 

თავის ტკივილისას, ექიმმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ფარული დეპრესიის შესაძლო ფონიც.

 

თავის ტკივილს შესაძლოა ახლდეს ძილის დარღვევები და მადის დაკარგვა, გაღიზიანებადობა, გადაღლილობა. ფარული ფორმის დეპრესიისას, პაციენტი ხშირად ვერ აცნობიერებს ძირითადი დაავადების მნიშვნელობას და აქცენტი გადააქვს სხვა თანმხლებ სიმპტომებზე.

თავის ტკივილის გამომწვევი ერთერთი მიზეზია არასწორი ფიზიკური დატვირთვისა და მჯდომარე ცხოვრების წესის შედეგად გამოწვეული კუნთოვანი სპაზმი და სტრესი. ასეთ დროს ვითარდება კისრის, ზურგის, მხრის სარტყლისა და მიმიკური კუნთების დაჭიმულობა, ირღვევა სისხლმომარაგება თავის ტვინში, რაც ხდება თავის ტკივილის მაპროვოცირებელი ფაქტორი. თავის ტკივილი, როგორც პროფესიული დაავადება, გვხვდება ოფისის მუსაკებში, მძღოლებში, იუველირებში, მქსოველებში, მკერავებსა და მესაათეებში, რომელთა სამუშაო დაკავშირებულია ერთ, სტატიკურ პოზაში ხანგრძლივ მხედველობით კონცენტრირებასთან

აცეტილსალიცილის მჟავას, ტკივილგამაყუჩებლებისა და დამამშვიდებლების ხანგრძლივმა მოხმარებამ ასევე შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი, ამიტომ ასეთი პრეპარატების მიღებამდე, მნიშვნელოვანია ექიმის კვალიფიციური კონსულტაცია.

 

როგორ ვმკურნალობთ თავის ტკივილს სამკურნალო ცენტრსიმეტრიაში“?

 

თავის ტკივილის გამომწვევი მიზეზების დასადგენად, ექიმმა შესაძლოა რამოდენიმე სახის კითხვა დაგისვათ:

როგორი ხასიათი აქვს ტკივილს- ზეწოლითი თუ მოჭერითი?

რა ინტენსივობისაა - მსუბუქი თუ ძლიერი;

ფიზიკური დატვირთვის შემდეგ იმატებს თუ არა ტკივილის ინტენსივობა?

 

ხომ არ ახლავს ტკივილს გულისრევა/ღებინება?

ექიმი აფასებს პაციენტის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას, ავლენს დეპრესიის, ფობიებისა და სტრესის არსებობას.

 

სრული დიაგნოსტიკის შემდეგ, ექიმი ნიშნავს ინდივიდუალურ კომპლექსურ მკურნალობას ბიომექანოთერაპიისა და სხვა დამხმარე პროცედურების გამოყენებით.

დეტალურად ჩვენი ცენტრის გუნდის შესახებ შეგიძლიათ იხილოტ ბლოგში „გუნდი“.

 

 

კონსულტაციაზე ჩაწერა

დროის დაზუსტების მიზნით ადმინისტრატორი დაგიკავშირდებათ თქვენს მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე.