უკან
ჩვენ ვმკურნალობთ
კისრის ტკივილი
კისრის ტკივილი შესაძლოა ნებისმიერ ასაკში წარმოიშვას და ძირითადად გვხვდება იმ პაციენტებში, რომლებიც საოფისე საქმით არიან დაკავებული. სტატისტიკურად დაავადება თანაბრად გვხვდება როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში. ტკივილი ძირითადად ვითარდება კისრის სეგმენტის ხანგრძლივი გადატვირთვის შედეგად, რასაც იწვევს: არასწორ პოზაში ხანგრძილივად მუშაობა, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა, პროფესიული დაავადებები. დაავადების პროგრესირებისას, ხშირად ვითარდება თავის ტკივილი.
სამკურნალო ცენტრ „სიმეტრიაში“ ვიზიტისას, თქვენ დაგხვდებათ კომფორტული და მყუდრო გარემო. ჩვენი ადმინისტრატორები დაგეხმარებიან სამკურნალო გრაფიკის შერჩევაში თქვენთვის სასურველ დროს. ცენტრი მუშაობს ორშაბათი-პარასკევი 9:00–დან 21:00 სთ–მდე, შაბათს 9:00-დან 16:00-მდე. ვარჯიშის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, საშუალოდ 45წთ–დან 60 წთ–მდე მერყეობს. თითოეულ პაციენტს ავარჯიშებს ინდივიდუალური ექიმი-რებილიტოლოგი, ინდივიდუალურ დანადგარზე.
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry
Central symmetry

კისრის ტკივილის მიზეზები

კისრის ტკივილებს იწვევს არასწორი ჯდომა, ნაკლები ფიზიკური აქტივობა, არასწორი ფიზიკური დატვირთვა, სტრესი. მწვავე ტკივილი კისერში შესაძლოა უცაბედად განვითარდეს თავის სწრაფი მობრუნებისას ან წინ დახრისას. ზოგჯერ ტკივილი ირადირებს კეფაში, ზედა კიდურებში ან შესაძლოა გამოიხატოს ნეკნთაშუა ნევრალგიით. კისრის ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს ოსტეოქონდოზი, სისხლის მიმოქცევის დარღვევა და შეშუპება, რომელიც იწვევს ნერვული წნულების კომპრესიას.

 

 

კისრის დაჭიმულობის სიმპტომები

ძირითად სიმპტომს წარმოადგენს თავისა და კისრის ტკივილი, თავბრუსხვევა. სამწუხაროდ ადრეული დიაგნოსტიკა გართულებულია, ვინაიდან ძალიან ბევრ დაავადებას ახასიათებს მსგავსი გამოვლინება, ამიტომ დიაგნოზის დაზუსტების მიზნით საჭიროა დამატებითი კვლევების ჩატარება.

 

როგორ ვმკურნალობთ კისრის ტკივილს სამკურნალო ცენტრსიმეტრიაში“?

ტკივილების გამომწვევი მიზეზებისა და დიაგნოზის დასაზუსტებლად ექიმი დეტალურად შეისწავლის გამოკვლევის შედეგებს (თავის ტვინის მკვებავი სისხლძარღვების დოპლეროგრაფია, კისრის ფუნქციური რენტგენოგრაფია და MRI კვლევის შედეგები) და საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა დანიშნოს დამატებითი კვლევები

 

ხდება პაციენტის მიოფასციალური გასინჯვა და სრული დიაგნოსტიკის შემდეგ, ექიმი ნიშნავს ინდივიდუალურ კომპლექსურ მკურნალობას ბიომექანოთერაპიისა და სხვა დამხმარე პროცედურების გამოყენებით.

დეტალურად ჩვენი ცენტრის გუნდის შესახებ შეგიძლიათ იხილოტ ბლოგში „გუნდი“. 

 

კონსულტაციაზე ჩაწერა

დროის დაზუსტების მიზნით ადმინისტრატორი დაგიკავშირდებათ თქვენს მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე.