ჩვენ ვმკურნალობთ

ოსტეოქონდროზი

ოსტეოქონდროზი

ოსტეოქონდროზი - საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ქრონიკული დაავადებაა, რომელიც აზიანებს ხერხემლის სვეტს. ძირითადად ზიანდება ხრტილოვანი ქსოვილი და მალთაშუა დისკები. მჯდომარე ცხოვრების წესი და ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა იწვევს ზურგის კუნთების მოდუნებასა და სისუსტეს, ხელს უწყობს ოსტეოქონდროზის ჩამოყალიბებას. ბიომექანოთერაპია წარმატებით ებრძვის ამ დაავადებას.
მალთაშუა დისკების თიაქარი და პროტრუზია

მალთაშუა დისკების თიაქარი და პროტრუზია

მალთაშუა დისკის პროტრუზიასა და თიაქარს უმეტეს შემთხვევაში ახასიათებს ძლიერი ტკივილი, რომელიც გამოწვეულია დისკის გადანაცვლებით მალთაშუა საზღვრებიდან და ზეწოლით ნერვულ ფესვზე. პროტრუზიისა და თიაქრის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს მალთაშუა დისკების დეგენერაციულ-დისტროფიული ცვლილებები. პირველ რიგში საჭიროა მოხდეს ტკივილის კუპირება, ანთებითი პროცესის ჩაქრობა და კუნთოვანი სპაზმის მოხსნა.
მყესების დაჭიმულობა და გაგლეჯა

მყესების დაჭიმულობა და გაგლეჯა

ყველაზე ხშირია აქილევსის მყესის დაზიანება. მისი ნაწილობრივი გაგლეჯისას პაციენტი შესაძლოა დადიოდეს, თუმცა განიცდის მწველ და ყრუ ტკივილს დაზიანების არეში. მყესის სრული გაგლეჯისას ფეხის დადგმა შეუძლებელია. აღდგენითი თერაპია, როგორც წესი, გრძელდება 2-5 კვირა. ამ დროის განმავლობაში პაციენტს ეზღუდება ფიზიკური აქტივობა და გადაადგილდება ყავარჯნების ან ჯოხის დახმარებით. ამასთანავე, სახსარი იმობილიზირებული უნდა იყოს თაბაშირის ნახვევით ან ე.წ. ლონგეტით. მნიშვნელოვანია დაზიანებული ქსოვილების სისხლისმიმოქცევის უზრუნველყოფა და შენარჩუნება. რეგენერაციის პროცესი დამოკიდებულია ორგანიზმის აღდგენის რესურსზე და მით უფრო ეფექტურია, რაც უფრო ახალგაზრდაა პაციენტი.
გტკივათ ზურგი

გტკივათ ზურგი

ხერხემალში ტკივილის აღმოცენებისას, დროულად მიმართეთ ექიმს, ვინაიდან საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სხვადასხვა დაავადებების დროს პათოლოგიურ პროცესში ერთვება კუნთოვანი სისტემა და შინაგანი ორგანოები. მაგალითად, ხერხემლის კისრის სეგმენტის დაზიანებას მოყვება ისეთი გართულებები, როგორიცაა თავის ტკივილი, ყურებში შუილი, მხედველობის დაქვეითება, ზედა კიდურების დაბუჟება და მოძრაობის შეზღუდვა. კისრის მალების დაზიანება ხშირად გავლენას ახდენს თავის ტვინის ფუნქციაზე, რადგან ირღვევა მისი სისხლმომარაგება.
მუხლის ტკივილი

მუხლის ტკივილი

მუხლის სახსარი ყველაზე რთული სახსარია ადამიანის ორგანიზმში და ადვილად ხდება მისი დეფორმაცია. ტრავმისა და არასწორი ფიზიკური დატვირთვის შედეგად ზიანდება სახსრის მყესების მთლიანობა და სიარულის დროს ვითარდება ტკივილი მუხლში, რომელიც თავისთავად იწვევს არასწორ სიარულსა და სახსრის მოძრაობის შეზღუდვას, ვითარდება არასტაბილურობა მთლიან კიდურში. მყესის გაგლეჯა შესაძლოა იყოს სრული და ნაწილობრივი (იგივე დაჭიმულობა).
მხრის ტკივილი

მხრის ტკივილი

მხრის ტრავმის შემდგომი რეაბილიტაცია - მნიშვნელოვანი პირობაა სახსრის ფუნქციის აღსადგენად, მოძრაობის ამპლიტუდის გასაზრდელად და შრომისუნარიოანობის შესანარჩუნებლად. ტკივილი მხარში ვითარდება არასწორი ფიზზიკური დატვირთვისას, იზღუდება მოძრაობა და ამის მიზეზი შესაძლოა იყოს სახსრის არასტაბილურობა, სახსრის შემადგენელი რბილი ქსოვილებისა და ძვლების დაზიანება და სხვა.
კისრის ტკივილი

კისრის ტკივილი

კისრის ტკივილი შესაძლოა ნებისმიერ ასაკში წარმოიშვას და ძირითადად გვხვდება იმ პაციენტებში, რომლებიც საოფისე საქმით არიან დაკავებული. სტატისტიკურად დაავადება თანაბრად გვხვდება როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში. ტკივილი ძირითადად ვითარდება კისრის სეგმენტის ხანგრძლივი გადატვირთვის შედეგად, რასაც იწვევს: არასწორ პოზაში ხანგრძილივად მუშაობა, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა, პროფესიული დაავადებები. დაავადების პროგრესირებისას, ხშირად ვითარდება თავის ტკივილი.
ართროზი

ართროზი

ართროზის დროს ხდება ხრტილების მუდმივი განლევა/ცვეთა, ირღვევა სახსრის ნორმალური ფუნქცია, წარმოიქმება ძვლოვანი წანაზარდება - ოსტეოფიტები. დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 10%-ს აწუხებს ართროზი, მაგრამ მისი განვითარების ალბათობა იზრდება ასაკის მატებასთან ერთად: 60 წელს გადაცილებულ მოსახლეობის 97%-ს აქვს ართროზის ესა თუ ის სიმპტომები. დაავადება აზიანებს ნებისმიერ სახსარს, თუმცა ყველაზე ხშირად ზიანდება მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრები. სტატისტიკურად ქალები, მამაკაცებთან შედარებით 10-ჯერ მეტად მოწყვლადები არიან ამ დაავადების მიმართ.
კოქსართროზი

კოქსართროზი

ეს არის მენჯ-ბარძაყის სახსრის დეგენერაციული დაავადება, რომელიც ძირითადად ახასიათებთ საშუალო და ხანდაზმული ასაკის მოსახლეობას. სამკურნალო ცენტრ სიმეტრიაში ამ დაავადებას ვმკურნალობთ მედიკამენტური ჩარევის გარეშე - სწორი ფიზიკური დატვირთვებით, სამკურნალო მასაჟითა და ფიზიოთერაპიის სხვა მეთოდებით. კოქსართროზის პროფილაქტიკისათვის მნიშვნელოვანია დატვირთვის შემცირება სახსარზე, ამისათვის საჭიროა სხეულის ოპტიმალური მასის ინდექსის შენარჩუნება, ტრავმებისა და სიმძიმეების აწევის თავიდან აცილება, ქვედა კიდურების კუნთების სწორი ფიზიკური დატირთვა.
სქოლიოზი

სქოლიოზი

ეს არის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადება, რომელიც ხასიათდება ხერხემლის სვეტის გამრუდებითა და როტაციით ფრონტალურ სიბრტყეში. იგი ბავშვთა საკის ერთერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. თუ ბავშვს დაუდგინდა სქოლიოზი, მნიშვნელოვანია დროულად დავიწყოთ მკურნალობა, ვინაიდან დაავადება ხასიათდება სწრაფი პროგრესირებით, განსაკუთრებით პუბერტატულ (სქესობრივი მომწიფების) პერიოდში, ხოლო დაავადების პროგნოზი ძალიან სავალალო და შეუქცევადია.
თავის ტკივილი და თავბრუსხვევა

თავის ტკივილი და თავბრუსხვევა

თავის ტკივილის ძირითადი სიმპტომებია სიმძიმე, ზეწოლა, დაჭიმულობა და ყრუ ტკივილები თავის არეში. ტკივილი შეიძლება იყოს პერიოდული ხასიათის და გაგრძელდეს რამოდენიმე წუთიდან რამოდენიმე დღის განმავლობაში, შეიძლება ქონდეს შეტევითი ხასიათი ან იყოს ერთჯერადად აღმოცენებული. სტატისტიკურად თავის ტკივილი სხვადასხვა ასაკში აწუხებს მამაკაცთა 65% და ქალთა 86%-ს. ძლიერ თავის ტკივილებს იწვევს ისეთი დაავადებები, როგორიცაა შაკიკი, არტერიული წნევის ცვალებადობა, ჰაიმორიტი, ქალა-ტვინის ტრავმები და ინფექციური დაავადებები. ხშირად თავის ტკივილი გამოწვეულია ნერვული ბოჭკოების კომპრესიის შედეგად, ამ დროს ტკივილი ლოკალიზდება კომპრესირებული ნერვის საინერვაციო კუნთის მიდამოში (კეფა, შუბლი, საფეთქლები). ასეთ ტკივილებს ასევე იწვევს კისრის ოსტეოქონდროზიც. ბიომექანოთერაპიის დახმარებით შესაძლებელია ამ კუნთების ტონუსისა და ინერვაციის აღდგენა, რის შედეგადაც თავის ტკივილი სამუდამოდ ქრება.
ბრტყელტერფიანობა

ბრტყელტერფიანობა

ბრტყელტერფიანობა - ეს არის ტერფის თაღების დეფორმაცია, რომელიც იწვევს ტერფის ფუნქციის დარღვევას. იმის მიხედვით, თუ რომელი თაღის დეფორმაციასთან გვაქვს საქმე, განარჩევენ განივ, სიგრძივ და კომბინირებულ ბრტყელტერფიანობას. მოსახლეობის 45%-ში გვხვდება დაავადების სხვადასხვა ფორმა. ბრტყელტერფიანობა ეს არის ტერფის პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც იწვევს სერიოზულ გართულებებს. მისი დროული მკურნალობა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მოხდეს დაავადების პროგრესირების შეჩერება და სრულად გამოჯანმრთელება.