ჩვენი სერვისები

ექიმის კონსულტაცია

ექიმის კონსულტაცია

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სხვადასხვა დაავადებისას ექიმის კონსულტაცია მკიშვნელოვანია, რათა მოხდეს დაავადების ზუსტი დიაგნოსტიკა და დაინიშნოს ინდივიდუალური სამკურნალო პროგრამა.

კონსულტაცია
ექიმის კონსულტაცია გრძელდება საშუალოდ 20-30წთ.
50 ლარი
ბიომექანოთერაპია

ბიომექანოთერაპია

კომპექსური მკურნალობის მეთოდი, რომლის საშუალებითაც საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაში ტკივილის გამოვლენის საფუძველზე, ხდება ინდივიდუალური სწორი დატვირთვების შერჩევა, რომელიც აუმჯობესებს სისხლისმიმოქცევასა და ინერვაციას დაზიანებულ ქსოვილებში და აღადგენს ძვალ-სახსროვანი სისტემის ფუნქციას. მკურნალობის პროცესი მიმდინარეობს ექიმისა და რეაბილიტოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ.

ბიომექანითერაპია 10
10 ვარჯიშის
500 ლარი
მკურნალობის
45-90წთ
50 ლარი
სამკურნალო მასაჟი

სამკურნალო მასაჟი

სამკურნალო ცენტრსიმეტრიაშიმასაჟის დანიშნულებაა საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაში ტკივილის აღმოფხვრა. ჩვენი მასაჟის სპეციალისტები გამოირჩევიან პროფესიონალიზმით, გამოცდილებით და  აქვთ შესაბამისი სამედიცინო განათლება. სამკურნალო მასაჟი ინიშნება კომპლექსურად ბიომექანოთერაპიასთან ერთად.

სამკურნალო მასაჟი
20-25 წთ
20 ლარი
კინეზიოტეიპები

კინეზიოტეიპები

კინეზიოტეიპი - სპეციალური ელასტიური წებოვანი ბინტი, მარტივი და ეფექტური მკურნალობის მეთოდია მყესების დაჭიმულობის, სახსრებისა და კუნთების ტკივილის, ტრავმების, ჰემატომებისა და შეშუპების დროს. მკურნალობის მეთოდი ეფუძნება დაზიანებულ უბანზე (კუნთი, მყესი, შეშუპება, ჰემატომა) სპეციფიური მეთოდით გარკვეული სიგრძის და კონკრეტული მიმართულებით კინეზიოტეიპის დაკვრას.

კინეზიოტეიპები
20-30წთ
სამკურნალო ღაბაშები

სამკურნალო ღაბაშები

სამკურნალო ცენტრისიმეტრიაგთავაზობთ „Formthotics“-ის სისტემის ფუნქციურ ღაბაშებს, რომელიც გამოირჩევა კომფორტულობითა და არჩევანის მრავალფეროვნებით. ამ ღაბაშების გამოყენებით შესაძლებელია დატვირთვის თანაბრად გადანაწილება ტერფზე, სიარულისას ტერფი ფუნქციურად სწორად იტვირთება, რის შედეგადაც მცირდება ტკივილი. აქტიურად ვიყენებთ აღნიშნულ ღაბაშებს სპორტსმენებში. ღაბაშები ამცირებს დატვირთვას სახსრებსა და ხერხემალზე.

ექიმის კონსულტაცია და ღაბაშის შერჩევა გრძელდება
20-30 წთ
25 ლარი

კონსულტაციაზე ჩაწერა

დროის დაზუსტების მიზნით ადმინისტრატორი დაგიკავშირდებათ თქვენს მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე.