назад к услугам
Наши услуги
ბიომექანოთერაპია

ეს არის საყრდენ – მამოძრავებელი სისტემაში არსებული ტკივილების მიზეზების  კომპლექსური მკურნალობა. ბიომექანოთერაპია საშუალებას იძლევა ყოველგვარი ქირურგიული ჩარევის გარეშე, ინდივიდუალურად შერჩეული სწორი ფიზიკური დატვირთვით, აღმოვფხვრათ ტკივილი.

სამკურნალო მეთოდის შესახებ

მეთოდის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ექიმი ჩატარებული გამოკვლევების ანალიზისა და მიოფასციალური გასინჯვის საფუძველზე ადგენს საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაში აღმოცენებული დაავადებებისა და ტკივილის მიზეზებს, შემდგომ მის მიერ ხდება მკურნალობის ინდივიდუალური პროგრამის შემუშავება, რომელიც აღადგენს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაზიანებულ ფუნქციას. გამაჯანსაღებელი კომპლექსური თერაპია ხორციელდება სპეციალური დანადგარისსიმეტრიასდახმარებით და სხვა დამატებითი პროცედურებით

ცენტრში ვიყენებთ დაპატენტებულ, უნიკალურ მკურნალობის მეთოდს -  „ბიომექანოთერაპიას“. მეთოდის ავტორია სამედიცინო ცენტრის მთავარი ექიმი ვალერი პავლენკო. მეთოდი ეფუძნება დაზიანებული ქსოვილების ზუსტ დადგენასა და სწორი ფიზიკური დატვირთვების შერჩევით მათი ფუნქციის აღდგენას.

სამედიცინო დანადგარი

 

სამკურნალო ცენტრისიმეტრიააღჭურვილია მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი უახლესი დანადგარებით, რომლის წყალობითაც შესაძლებელია ზუსტი დიაგნოსტიკა და შემდგომში ეფექტური მკურნალობა

 

სერვისები

ბიომექანოთერაპია

კომპექსური მკურნალობის მეთოდი, რომლის საშუალებითაც საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაში ტკივილის გამოვლენის საფუძველზე, ხდება ინდივიდუალური სწორი დატვირთვების შერჩევა, რომელიც აუმჯობესებს სისხლისმიმოქცევასა და ინერვაციას დაზიანებულ ქსოვილებში და აღადგენს ძვალ-სახსროვანი სისტემის ფუნქციას. მკურნალობის პროცესი მიმდინარეობს ექიმისა და რეაბილიტოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ.

კინეზიოტეიპები

კინეზიოტეიპი - სპეციალური ელასტიური წებოვანი ბინტი, მარტივი და ეფექტური მკურნალობის მეთოდია მყესების დაჭიმულობის, სახსრებისა და კუნთების ტკივილის, ტრავმების, ჰემატომებისა და შეშუპების დროს. მკურნალობის მეთოდი ეფუძნება დაზიანებულ უბანზე (კუნთი, მყესი, შეშუპება, ჰემატომა) სპეციფიური მეთოდით გარკვეული სიგრძის და კონკრეტული მიმართულებით კინეზიოტეიპის დაკვრას.

სამკურნალო მასაჟი

სამკურნალო ცენტრსიმეტრიაშიმასაჟის დანიშნულებაა საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაში ტკივილის აღმოფხვრა. ჩვენი მასაჟის სპეციალისტები გამოირჩევიან პროფესიონალიზმით, გამოცდილებით და  აქვთ შესაბამისი სამედიცინო განათლება. სამკურნალო მასაჟი ინიშნება კომპლექსურად ბიომექანოთერაპიასთან ერთად.

სერტიფიცირებული სპეციალისტები

სამედიცინო ცენტრ სიმეტრიაში მუშაობის დასაწყებად ექიმები გადიან მკაცრ საკონკურსო შერჩევას. ჩვენთან დასაქმებულია საუკეთესო სპეციალისტები, რაც დასტურდება უმაღლესი სამედიცინო განათლებით, სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებში მათი მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით, ისინი მუდმივად ზრუნავენ კვალიფიკაციის ამაღლებაზე, როგორც ქვეყნის შიგნით ისე საზღვარგარეთ, რაც დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატებით. ბევრი ჩვენი ექიმი ფლობს სამეცნიერო ხარისხს.

კონსულტაციაზე ჩაწერა

დროის დაზუსტების მიზნით ადმინისტრატორი დაგიკავშირდებათ თქვენს მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე.